ბრაზილიის ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში არსებული რეცესიის გამო გადადგა

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა, ჟოაკიმ ლევიმ რეცესიის გამო გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ჟოაკიმ ლევი ამავდროულად არ ეთანხმებოდა ბრაზილიის პრეზიდენტის, დილმა რუსეფის ეკონომიკურ პოლიტიკას. ბრაზილიის ფინანსთა ახალ მინისტრად პრეზიდენტის მომხრე ეკონომიკურ პოლიტიკაში, ნელსონ ბარბოსა დაინიშნა.

გადადგომის წინ ლევიმ განაცხადა, რომ 2016 წელი ბრაზილიის ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, ლევის გადადგომა ბრაზილიაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების მიზეზი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად