ბრაზილიის ლიდერი ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილებას 29 ოქტომბერს გადასცემს

ბრაზილიის ლიდერის მიშელ ტემერის განცხადებით, იგი 29 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს ჟაილ ბოლსონარს ძალაუფლებას გადასცემს. ამის შესახებ მან თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

როგორც ტემერმა აღინიშნა, ის ბოლსონარს უკვე ესაუბრა.

“ვთხოვე, შეენარჩუნებინა ენთუზიაზმი,  სიმშვიდე და ჰარმონია”, – წერს ტემერი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ბრაზილიაში, 28 ოქტომბერს,  არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. კენჭისყრის თითქმის 100% დათვლის შედეგების მიხედვით, ბოლსონარმა ხმების 55.13% მიიღო. ამომრჩეველთა 44.87% -მა ხმა მის ოპონენტს, მემარცხენე მშრომელთა პარტიის კანდიდატს, ფერნანდა ადადას მისცა.

7 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში, ბოლსონარმა ხმების 46.24% მიიღო, მისმა ოპონენტმა კი 28.99%.

ბოლსონარი  ბრაზილიის ეროვნული პარლამენტიდან მემარჯვენე დეპუტატია. იგი 7-ჯერ აირჩიეს პარლამენტში. 1964 წლიდან 1985 წლამდე სამხედრო დიქტატურის მმართველობის დროს ბოლსონარი მედესანტე და არტილერისტი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად