ბრაზილიაში, შეირაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლების დაწვით იმუქრება

ბრაზილიაში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მყოფი მგზავრები მძევლად აიყვანა და რიო დე-ჟანეიროში, ხიდზე დაწვით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Globo ავრცელებს.

მამაკაცმა ავტობუსი 17:00 საათზე გაიტაცა. ინციდენტის დროს სალონში 22 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად, ექვსი ადამიანი უკვე გაათავისუფლეს: ორი კაცი და ოთხი ქალი, რომელთაგან ერთ-ერთმა გონება დაკარგა. მძევლად კიდევ 16 ადამიანია აყვანილი.

ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ეჭვმიტანილს, რომელიც საკუთარ თავს პოლიციელს უწოდებს, იარაღი, ელექტრო შოკერი და ბენზინი აქვს. თავდამსხმელი ავტობუსში საწვავის დასხმით და ცეცხლის წაკიდებით იმუქრება. ამჟამად მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...