ბრაზილიაში საქართველოს ელჩი მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – დავით სოლომონია ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების მინისტრს, ასტრონავტ-მარკუს პონტესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობები და პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი შეეხოფუნდამენტური, გამოყენებითი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა ერთობლივი კვლევების, სემინარების და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა/განხორციელების და აკადემიური ხარისხის ურთიერთაღიარების შესაძლებლობები. ამ მხრივ, ყურადღება გამახვილდა მეცნიერების დარგში ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების საშუალებებზე, რაც შექმნის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებსშორის ინსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოს.

საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ერთობლივი ჩართულობის მიზნით, ხაზი გაესვა ორმხრივი სამეცნიერო და კვლევითი პროგრამების შესაძლოდაკავშირებას.

საუბრისას ასევე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ორი ქვეყნის მეცნიერების, მკვლევარებისა დაინოვატორების საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად