ბრაზილიაში, საბავშვო ბაღზე მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ექიმების თქმით დაჭრილია კიდევ ოთხი, 3 წლამდე ბავშვი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემა წერს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს თავს დაახლოებით 09:00 საათზე დაესხა.

როგორც პოლიცია იუწყება, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო სანტა-კატარინას შტატში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.