ბრაზილიაში რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება უახლოეს დღეებში დაიწყება

ბრაზილიაში რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს განუცხადა ფარმაცევტული კომპანია Uniao Quimica-ის პრესსამსახურმა, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) პარტნიორია.

ფარმაცევტული მწარმოებლის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიისათვის აღნიშნული ვაქცინის დამზადებისათვის საჭირო მასალების მიწოდება, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თანახმად, უახლოეს დღეებშივე იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად