ბრაზილიაში მამაკაცმა ეკლესიაში ცეცხლი გახსნა – დაღუპულია 3 ადამიანი

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში კაცმა ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Correio Braziliense ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული სამხედრო პილოტმა, 39 წლის რადსონ არაგო გიმარაეშმა ჩაიდინა. თავდაპირველად, ის სახლში ყოფილ მეგობარ გოგონას ცივი იარაღით თავს დაესხა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ეკლესიაში წავიდა, სადაც ორი სასულიერო პირი მოკლა, ხოლო სხვა მღვდელმსახურები მძევლად აიყვანა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს. მამაკაცი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ პოლიციამ ის დაჭრა. თავდამსხმელი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...