ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბრაზილიაში 500,000-ს გადააჭარბა. აღნიშნული შედეგით, ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება, ნელი ვაქცინაციისა და ზამთრის დაწყების ფონზე.

ჯანდაცვის სექტორის ინფორმაციით, ბრაზილიის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია სრულად ვაქცინირებული.

გასულ კვირაში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 70 000 იყო, რისი გამომწვევიც ქვეყანაში ვირუსის უფრო გადამდები სახეობების გავრცელებაა.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან გატარებული პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები კრიტიკის საგანი ხშირად ხდება.

რამდენიმე ქალაქში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებმაც ბრაზილიის პრეზიდენტი ვაქცინების შეძენის დაგვიანებაში, ასევე პირბადის გამოყენების არასაჭიროების პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

კომენტარები
იტვირთება...