ბრაზილიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების შედეგად ბრაზილიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 1,524 გარდაცვალება. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ახლა 200 498 ადამიანია.

ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7 961 673-მდე გაიზარდა, აქედან 87 843 ბოლო 24 საათში გამოვლინდა. სულ 7,096,931 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 664,244 პაციენტი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ბრაზილია, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შემდეგ. იგი გარდაცვლილთა რაოდენობით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად