ბრაზილიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადების სიკვდილიანობის რიცხვი ბრაზილიაში რეკორდული – 1,641-ით გაიზარდა და ჯამში 257,361 შეადგინა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

წინა მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა გასული წლის 29 ივლისს, როდესაც გამოვლინდა 1,595 გარდაცვალება COVID-19-ით. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 საათში გაიზარდა 59 925-ით და ჯამში 10 646 926 შეადგინა, 1 064 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაავადების აქტიური შემთხვევები 862 ათასზე მეტია.

მთლიანობაში, წინა კვირაში ინფიცირების 378 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრაზილია, სადაც ინფექციის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა, შემთხვევათა რაოდენობით მესამე ადგილზეა შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შემდეგ. იგი მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება სიკვდილიანობის რაოდენობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...