ბრაზილიაში კორონავირუსის ჩინური და ბრიტანული ვაქცინების გამოყენება დაამტკიცეს

ბრაზილიის ეროვნული სანიტარული ინსპექციის სააგენტო Anvisa-მ, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ორი ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. საუბარია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ბრიტანულ ვაქცინასა და ჩინური კომპანია SinoVac-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინა – CoronaVac-ზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავრიუსის ჩინურმა ვაქცინამ 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ხოლო ბრიტანულმა – 62%-იანი ეფექტურობა ორი დოზის შემთხვევაში და 90%-იანი ეგფექტურობა იმ ადამიანებში, რომლებსაც ჯერ ერთი ნახევარი დოზა მისცეს, ხოლო შემდეგ – მეორე ნახევარი.

ადრე, ჩინური ვაქცინა ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს კრიტიკის ობიექტი გახდა. მისი აზრით, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის საშუალება ჩინეთსა და სან-პაულუს შტატის გუბერნატორს შორის. ბოლსონარუ, ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მას მთავარ კონკურენტად მიიჩნევს.

საბოლოოდ, ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ იანვარში განაცხადა, რომ ჩინეთთან, 100 მილიონი დოზა CoronaVac-ის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ბრაზილია ასევე ელოდება AstraZeneca-ს ვაქცინის 2 მილიონი დოზის მიღებას.

Worldometers-ის მონაცემებით, ბრაზილიაში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 8,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, 209,5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7,3 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეორე ადგილზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად