ბრაზილიაში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი UOL ავრცელებს.

მანამდე, 115 ადამიანის დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

უკანასკნელი მონაცემებით, დაკარგული პირების რაოდენობამ 160 ადამიანს მიაღწია.

კაშხალი, რომელიც ბრაზილიური კორპორაცია Vale-ს ეკუთვნის, 25 იანვარს ჩამოინგრა. შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც მაშველები ამბობდნენ, კაშხლის განადგურების შემდეგ, მდინარის მახლობლად რამდენიმე ათეული ადამიანი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. წყლის ნაკადმა რამდენიმე შენობა გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...