ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ის შედეგად 807 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში, კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად 807 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ამ მაჩვენებლით, ბრაზილიამ აჯობა აშშ-ს, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 504 ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება Worldometer.

ბრაზილიაში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი მოსახლეობის 1 მილიონ მოსახლეზე – 11 ადამიანია, ხოლო აშშ-ში – 302.

საერთო ჯამში, COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, ბრაზილიაში ინფიცირების 374 898 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო შეერთებულ შტატებში – 1 706 154. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყნები, შესაბამისად, მეორე და პირველ ადგილებს იკავებენ მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად