ბრაზილიაში ესპანელმა, თურქმა და პორტუგალიელმა ქართველებმა იყოჩაღეს (ვიდეო)

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში დასრულდა ძიუდოსტთა გრანდ სლემის ტურნირი, რომელშიც 176 კაცი და 140 ქალი მონაწილეობდა.

საქართველოს ძიუდოისტები მონაწილეთა შორის არ იყვნენ, თუმცა იყვნენ ისეთები, რომლების ძიუდოს საქართველოში ეზიარნენ და საქართველოს სახელითაც ასპარეზობდნენ.

ყველაზე წარმატებით მათგან ესპანელმა ქართველმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90 კგ) იასპარეზა. მან იპონით სძლია კანადელ მოჰაბ ელნაჰასს, იტალიელ ნიკოლას მუნგაის, შვედ მარკუს ნიმანს და ფინალში გავიდა, სადაც კუბელი ივან სილვა მორალესი დაამარცხა ლამაზი ვაზარით და ახლახან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაცია მოახდინა.

80 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალში თურქეთელმა ქართველმა, 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორმა ვედათ ალბაირაქმა (ადრე საბერძნეთის სახელით მოასპარეზე რომან მუსტოპულოსი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული გორელი ძიუდოისტის, გიორგი რევაზიშვილის შვილი ვანო რევაზიშვილი) პორტუგალიელი ქართველი ანრი ეგუტიძე დაამარცხა, ფინალში გავიდა, იქ კი, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან, ოქროს დროში მასზე ადრე მიღებული მესამე შიდოთი დამარცხდა.

ანრი გეგუტიძემ ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ოქროს დროის მე-5 წამზე იპონით მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონს, რუს ხასან ხალმურზაევს.

ძიუდოს მოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს +100კგ წონით კატეგორიაში დიდი ხნის შესვენების შემდეგ ტატამზე დაბრუნებული ფრანგი გოლიათი ტედი რინერის ასპარეზობას. მან შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა მისი გამარჯვება, განსხვავებით წინა წლებისაგან, არ იყო დამაჯერებელი

სხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებულები დარჩნენ:
60 კგ – ალან კუვაბარა (ბრაზილია)
66 კგ – დანიელ კარგნინი (ბრაზილია)
73 კგ – მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
100 კგ – კენტარი იდა (იაპონია)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...