ბრაზილიაში, Covid19-ით იფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ ბრაზილიაში 514 849 ადამიანს მიაღწია, კვირას კი დაფიქსირდა 16 409 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსთან ასოცირებული 480 გარდაცვალება. ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვის, COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 29 314 ადამიანს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი, თითქმის 279 ათასი კი კვლავ განაგრძობს მკურნალობას.

კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე რთული ვითარება იყო სან პაულოს შტატებში (109 698 ინფიცირებული და 7 615 გარდაცვლილი) და რიო-დე-ჟანეიროში (53 388 ინფიცირებული, 5 344 გარდაიცვლილი).

ბრაზილია, მსოფლიოში, შეერთებული შტატების შემდეგ, კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა.

მაისის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სამხრეთ ამერიკა COVID-19 პანდემიის ახალ ეპიცენტრად დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად