ბრაზილიაში, COVID-19-ის შემთხვევებმა 330 ათასს გადააჭარბა

კოროვნავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბრაზილიაში 330.890-ს მიაღწია. ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი იუწყება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა COVID-19-ის ტესტის დადებითი შედეგების ზრდის კიდევ ერთი რეკორდული ჩანაწერი – 20,803. ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდნობა კი 1,001-დან 21,048-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი არის სან-პაულოს შტატი და მისი დედაქალაქი, რომელშიც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონში 76,8 ათასზე მეტი ინფიცირებულია და 5.7 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ინფიცირებულების რაოდნობით, რიგით მეორე რეგიონი იყო სეარა (34 573), შემდეგ მოდის რიო დე ჟანეირო (33 589). ამ შტატებში, 2,251 და 3,657 ადამიანი გახდა პანდემიის მსხვერპლი.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ვითარდება პერნამბუკუს ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში (25,7 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2 057 გარდაცვლილი) და მარანიანში (17 ათასზე მეტი ინფიცირებული და 693 გარდაცვლილი), ასევე ამაზონის შტატებში (27 ათასზე მეტი ინფიცირებული და 1,669 გარდაცვლილი) და პარაში (თითქმის 21.5 ათასი ინფიცირებული და 1,937 გარდაცვლილი). ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის მინიმუმ ერთი შემთხვევაა რეგისტრირებული ქვეყნის მუნიციპალიტეტების თითქმის 2/3-ში.

ბრაზილია, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 26 თებერვალს, კარნავალის დასრულების შემდეგ, კორონავირუსული ინფექციის და მასთან დაკავშირებული დაღუპულების დადასტურებულ შემთხვევებშით, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად