ბრაზილიაში “ბრიტანული შტამით” ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიელმა ექიმებმა ქვეყანაში, კორონავირუსის “ბრიტანული” შტამით ინფიცირებული ორი ადამიანი გამოავლინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული 25 წლის ადგილობრივი მკვიდრია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დიდი ბრიტანეთიდან ადრე ჩასულ ადამიანებთან. მეორე ინფიცირებული კი მისი 34 წლის მეგობარია.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში მეცნიერებმა გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს COVID-19-ის სწრაფ გავრცელებასთან ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება 70%-ით უფრო ინფექციური იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად