ბრაზილიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სან-პაულუს შტატში სამგზავრო ავტობუსის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41 ადამიანამდე გაიზარდა.

მანამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 37 მსხვერპლისა და 15 დაშავებულის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 11 მგზავრი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში, დაზარალებულთა უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.

განმარტებულია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ადგილობრივი დროით 06:30 საათზე მაგისტრალზე შტატის სამხრეთით მდებარე ქალაქებს შორის. მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია.

შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს ავტობუსში 53 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად