ბრაზილიამ უცხოელი მოგზაურებისთვის მხოლოდ საჰაერო გზა გახსნა

ბრაზილიის ხელისუფლებამ გააუქმა აკრძალვა მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით ჩავლენ, შეზღუდვა შენარჩუნებული დარჩა ზღვით ან ხმელეთით მოგზაურთათვის. შესაბამისი უწყებათაშორისი ბრძანება გამოქვეყნდა ოფიციალურ დოკუმენტში.

”უცხოელმა მგზავრებმა, რომლებიც 90 დღემდე ვადით ჩამოდიან ქვეყანაში, უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ქვეყანაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.” – ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ დროებით, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის შემდგომი რეკომენდაციებამდე, უცხოელებისთვის დახურული დარჩება მატუ-გროსუ-დუ-სულის, პარაიბას, რონდონიას, რი-გრანდე-დუ-სულისა და ტოკანტინსის საჰაერო სადგურები.

ამავე დროს, ბრაზილიის საზღვრის ზღვით, ან ხმელეთით გადაკვეთის აკრძალვა კიდევ 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცალკეა ნათქვამი, რომ გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ბრაზილიაში ბინადრობის ნებართვის მფლობელებისთვის, აგრეთვე მათ მეუღლეებისთვის. ამ შემთხვევებში გათვალისწინებული გამონაკლისები არ ვრცელდება ვენესუელის მოქალაქეებზე, გარდა იმ პირებისა, ვინც ბრაზილიაში “ჰუმანიტარული მიზეზების გამო” ან “ბრაზილიის მთავრობის სპეციალური ნებართვით, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით” ჩავა.

ბრაზილიას, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 26 თებერვალს, ინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია, შეერთებული შტატების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად