ბრაზილიამ ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი აღიარა

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სახელით სენატორ ჟანინ ანიესს ბოლივიის პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ მიკრობლოგ “ტვიტერზე” გაავრცელა.

სამინისტრო მიესალმა ანიესის განზრახვას, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და საერთო არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.

”ბრაზილია ცდილობს, ბოლივიასთან ძმური მეგობრობა გააძლიეროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

12 ნოემბერს, ჟანინ ანიესი ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ევო მორალესი, ვიცე-პრეზიდენტი ალვარო გარსია და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარე გადადგა.

პარლამენტმა ევო მორალესის გადადგომის თაობაზე მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ ვერ დაკმაყოფილა, რადგან ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები შეხვედრაზე არ მივიდნენ და მათ გარეშე კვორუმი არ შედგა.

მორალესი და ბოლივიის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა 10 ნოემბერს, 19 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 12 ნოემბერს, ევო მორალესი მექსიკაში გაფრინდა, სადაც მან თავშესაფარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად