ბრაზილია ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ბრაზილია არ აღიარებს ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნების ამჟამინდელ შედეგებს მანამ, სანამ მათი შემოწმება არ დასრულდება.

„იმ მოლაპარაკებების გათვალიწინებით, რომლებიც მიმდინარეობს ამერიკის ხელისუფლებასა და ბოლივიის სახელმწიფოს შორის არჩევნების პირველი ტურის სრულად შემოწმების შესახებ, ბრაზილია არ აღიარებს მოცემული მომენტისათვის გამოცხადებულ საბოლოო შედეგებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

25 ოქტომბერს, ბოლივიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ, რომელიც საარჩევნო კომისიის ფუნქციასაც ასრულებს, განაცხადა, რომ ხმების 99,9%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერია.

მორალესმა ხმების 47,7% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ კარლოს მეამ – 36,51%. მორალესს გამარჯვებისთვის ხმების 50%, ან მინიმუმ 40%-ის შეგროვება სჭირდებოდა.

ამავე დღეს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბოლივიაში აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, რათა აღდგეს ნდობა და არჩევნები იყოს დემოკრატიული. ბოლივიას მეორე ტურის ჩატარებისკენ ასევე მოუწოდა აშშ-მა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. აშშ-ის, კოლუმბიის, არგენტინისა და ბრაზილიის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მათ შესაძლოა არ აღიარონ არჩევნების პირველი ტრის შედეგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად