საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC)  გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება.

პრემიერი, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს