ბრანდერბურგის კარიბჭე, ეიფელის კოშკი, პიზას კოშკი, ხარი და კარლოვოს ხიდი გერმანელი ფერმერის სიმინდის ყანაში

პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ხორვატიისგან გერმანიამ გადაიბარა.

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის მიუნსტერის რეგიონში მცხოვრებმა, 36 წლის გერმანელმა ფერმერმა ბენედიკტ ლიუნემანმა, ამ მოვლენის აღსანიშნავად თავის სიმინდის ყანაში საყოველთაოდ ცნობილი ღირშესანიშნაობები გამოსახა.

ბენედიკტ ლიუნემანის სიმინდის ყანის აეროფოტოსურათზე კარგად ჩანს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩეხეთის სიმბოლოებად მიჩნეული ბრანდერბურგის კარიბჭე, ეიფელის კოშკი, პიზას კოშკი, ხარი და კარლოვოს ხიდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად