ბრალდებულს, რომელმაც თელავში, პირს სასაფლაოზე 3 ჭრილობა მიაყენა 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ამის შესახებ ინფორმაციას მტავარი პროკურატირა ავრცელებს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა.  დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა-ს შელაპარაკება მოუხდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად  გ.ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს  ქ.თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად