ბრალდებულის ადვოკატი: ყოველგვარი დაზიანება არ ნიშნავს ცემას

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ნახსენები, რომ გარდაცვლილი ნაცემია.

მისი თქმით, დაზიანებები რისგან არის მიყენებული ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

“ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ პირი არის ნაცემი, ექსპერტიზამ გვითხრა რომ პირს აღენიშნება დაზიანებები, უკვე შემდგომი მსჯელობის საგანია, ეს დაიზიანებები ცემის შედეგად განვითარდა თუ სხვა სახის ზემოქმედების შედეგად. ყოველგვარი დაიზანება არ ნიშნავს ცემას”, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად