ბრალდებულის ადვოკატი: ნაცვლიშვილზე 7 ჭრილობა არ ფიქსირდება, არ ვიცი საიდან მოიტანა პროკურორმა

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ გამოუცლია ტანსაცმელი, როგორც ამას პროკურორი აცხადებს. 

ადვოკატის განცხადებითვე, არ დასტურდება, რომ გარდაცვლს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

"იგივე ტანსაცმელი ეცვა, ეს ტასაცმელი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ამოიღეს, მასზე არანაირი სისხლის ლაქა არ არის. 

7 ჭრილობა არ ფიქსირდება, მე არ ვიცი ეს საიდან მოიტანა პროკურორმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ტანსაცმელზე ერთი წვეთი სისხლი არ არის",- განაცხადა ადვიკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავა, გუშინ თბილისში „ზღვის უნაბში“ მომხადარი 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 17 აპრილს ჩანიშნა.

საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა სასამრთლოში განაცხადა, რომ „ლადო გრიგალაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე განიზრახა ანა ნაცვლიშვილი მკველობა და დილის 05:30 წუთზე გამოიხმო სახლიდან. მიაყენა მას მრავლობითი ჭრილობები. შემზარავი სანახავი იყო. ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში მიყენებული აქვ 7 სასიკვდილო ჭრილობა, ასევე თავის არეში მიყენებული აქვს ჭრილობა“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, მომხადარ ფაქტზე, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინება, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...