ბრალდებულის ადვოკატი: ჩვენ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ გვაქვს, რომ შაქარაშვილს ვინმე მისდევდა

შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილს ვინმე მისდევდა.

“საქმეში არსებული არცერთი მოწმე, მათ შორის ახვლედიანი და ამირხანაშვილი არ ადასტურებს, რომ ვინმემ დაინახა რომ შაქარაშვილს მისდევდნენ. ჩვენ არა თუ ქმედების დამადასტურებელი გარემოებები არ გვაქვს, არამედ ვინმე რომ მისდევდა მაგის დამადასტურებელი გარემოებები არ გვაქვს”, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად