ბრაიზა: ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა იქნება ნიშანი, რომ ქვეყანას კვაზი-დამოუკიდებლობა აქვს

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტს საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ მან IWPR-თან (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოსთვის სტრატეგიულად, ანაკლიის პორტი თამაშის წესებს ცვლის. თავდაპირველად მინდა დავსძინო ის, რომ ეს საქართველოსთვის მთელ მსოფლიოში ფართომასშტაბიან გადაზიდვებზე პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს. აშკარაა, რომ ეს გავლენას ახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ასევე დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოში საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე.
მე უკვე ვხედავ აქ თურქეთში, რომ არსებობს პერსპექტიული ახალი ლოჯისტიკური შესაძლებლობები საქონლის, მაგალითად, მასალების, საკვებისა და სხვა დახმარების მიწოდების თვალსაზრისით. მაგალითად, ავღანეთში აშშ-ს ჯარებმა შესაძლოა განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება იმის ნაცვლად, რომ ავღანეთში სამხედრო ტვირთები გადაიტანონ თურქეთის პორტებიდან, მაგალითად, მერსინიდან და თურქეთის გავლით საქართველოში. ამრიგად, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური საქმიანობა, რაც აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს გააძლიერებს. პორტი ასევე საქართველოს გაცილებით ძლიერ გლობალურ სავაჭრო ცენტრად აქცევს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად“,-აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

„თუ რუსეთი შეძლებს გადადოს ან გაყინოს პროექტი – რა იქნება რეპუტაციის ფასი საერთაშორისო დონეზე?“,-ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა მეთიუ ბრაიზას, რაზეც მან უპასუხა:

„ასეთი ჰიპოთეტურ ვითარებას საქართველოსთვის უდიდესო ფასი ექნება. მაშინ ცხადი იქნება, რომ საქართველო საკუთარი სახლის მეპატრონე არ არის და მისი დამოუკიდებლობა არარეალური, საკმაოდ ეფემერულია. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს ქართული საზოგადოებისა და მაღალი დონის გუნდის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აქვს, თუ ასეთი სერიოზული ინვესტორები მოიხსნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას კვაზი-დამოუკიდებლობა აქვს, ეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცივ სიგნალს გაგზავნის, რაც აღინიშნება ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს არის საქართველოს წინსვლა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით და მრავალი სხვა მიმართულებით. ასე რომ, ეს საქართველოსთვის ტრაგედია იქნება“,-აღნიშნავს ბრაიზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...