“ბრაიტონი” 2:3 მანჩესტერ იუნაიტედი” – მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გოლის გატანისთანავე, 101-ე წუთის დასაწყისს გაისმა

პრემიერლიგაში დღეს მე-3 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონში ორი ტურის შემდეგ ორ-ორი გამარჯვების მქონე “კრისტალ პალასი” და “ევერტონი” შეხვდნენ ერთმანეთს. “ირისები” მასპინძლებზე უკეთ გამოიყურებოდნენ დაგაიმარჯვეს კიდევაც. ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გახსნა. ეს მის მიერ ჩემპიონატში გატანილი მეხუთე გოლი იყო. 26-ე წუთზე შეიხუ კუატემ გაათანაბრა ანგარიში. მე-40 წუთზე რიშარლისონმა მიერ პენალტიდან გატანილმა გოლმა ლივერპულელებს გამარჯვება მოუტანა.




სამი ტურის შემდეგ კარლო ანჩელოტის შეგირდებს სამი გამარჯვება აქვთ.

ბერნლში ადგილობრივმა “ბერლნმა” საუთჰემპტონის “საუთჰემპტონს უმასპინძლა. “წმინდანებმა” მე-5 წუთზე დენი ინგზის მიერ გატანილი გოლით სამი ქულა წაიღეს სახლში.

“ვესტ-ბრომვიჩ ალბიონი” სახლში “ჩელსის” მასპინძლობდა. პირველ ტაიმის შემდეგ, ჩელსის უპირატესობის მიუხედავად, “შაშვები” კალუმ რობინსონის (4′ და 25′) და კაილ ბარტლის (27′) მიერ გატანილი გოლებით 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ვერ შეძლეს ანგარშის შენარჩუნება და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. “არისტოკრატებიდან” თავი გამოიჩინეს: მეისომ მაუნტმა (54′), კალუმ ჰადსონ-ოდოიმ (70′) და ტამი აბრაჰამმა (90’+3).

“ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან” სათამაშოდ ბრაიტონს “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრობდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებს სათამაშო უპირატესობა მცირე ჰქონდათ, მწვავე მომენტები კი მათ სტუმრებზე ბევრად მეტი შექმნეს. დავიდ დე ხეას რამდენჯერმე ძელმა იხსნა გოლისგან და მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა, მხოლოდ ბრუნუ ფერნანდეშის მიერ მე-40 წუთზე საკუთარ საჯარიმოშო უხეში თამაშის გამო დანიშნული პენალტით შეძლეს. გოლი ნილ მოპემ გაიტანა.

სამი წუთის შემდეგ მასპინძლებმა კიდე ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად საკუთარ კარში. ბრაიტონელთა კარისკენ მარცხენა ფლნგზე დანიშნული საჯარიმოდან ფერნადეშმა შორეულ ძელთან მატიჩს წააწოდა, მან ცენტრისკენ მაგუირთან გადაამისამართა და მასთან მყოფი ლიუის დანკიდან ბურთი მეტიუ რაიანის კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევრის მე-10 წუთზე ფერნანდეშმა საკუთარი ნახევრიდან გაიყვანა გართვევაზე მარკუს რაშფორდი და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა რაშფორდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დააწინაურა. “თოლიები” არ დანებდნენ, შეუტიეს, ორჯერ ძელს მოარტყეს ბურთი, გული არ გაიტეხეს, ბოლომდე იბრძოლეს და 95-ე წუთზე შესვლაზე შესული ალირეზა ჯახაბაშის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს სოლო მარჩი დაუხვდა – 2:2.

დარჩენილ წამებში მანჩესტერელებმა შეტევა განახორციელეს და კუთხურზე გასული ბურთის ჩაწოდება მოასწრეს და მაგუიარის მიერ მარცხენა ცხრიანისკენ გაგზავნილი ბურთი მეკარის დასაზღვევად ძელთან მყოფმა მარჩმა მოიგერია. იქვე მსაჯმა შეხვედრის დასრულების ნიშანი მისცა, თუმცა… მანჩესტერელთა მძაფრი პროტესტი შემდეგ ვიდეოგამეორებაში კუთხურის ჩაწოდების მომენტის ნახვას დათანხმდა, მცირე ხნის შემდეგ კი არბიტრმა მაგუიარის მიერ დარტმული ბურთის მასთან ახლოს მყოფ მოპეს ხელზე შეხება დააფიქსირა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა.

ბრუნუ გერნანდეშს ნერვი არ ატოკებია, მშვიდად და ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მსაჯმა თამაშის დასრულების ნიშნად სასტვენში 101-ე წუთზე ჩაჰბერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად