BP მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10 000 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს

ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია БП, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავის 10 ათასს თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

კომპანია განახლებადი ენერგიის წყაროებთან სამუშაოზე თანდათანობით გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ წერია წერილში, რომელიც ნავთობის მწარმოებელი კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ ლუნიმ ორშაბათს კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა.

კომპანიის ცნობით, საუბარია თანამშრომლების მთლიანი რაოდენობის თითქმის 15%-იან შემცირებაზე. მათ უმეტესობას სამსახურიდან მიმდინარე წლის განმავლობაში გაათავისუფლებენ. შემცირების ყველაზე დიდი ნაწილი კი ოფისის მუშაკებზე მოდის. მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობს სამთო პროცესში, არ ემუქრება სამსახურიდან გათავისუფლება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 400 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად