ბოჟაძე: ხაბეიშვილი რიცხვებით ჟონგლიორობს, რომელია პროდასავლური – ბურჯანაძე თუ ნათელაშვილი?

ამის შესახებ ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ლევან ხაბეიშვილს რიცხვებით საინტერესო ჟონგლიორობა გამოუვიდა. 55% აქვსო პროდასავლური ოპოზიციასო, ჯერ პროდასავლური ოპოზიცია რომელია – ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი? ასე, 38% აიღო ქართულმა ოცნებამ და 52% იყო დანარჩენი ოპოზიციიდან მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი საერთოდ.

29% ჰქონდა ერთი წლის წინ ქართულ ოცნებას და ახლა არის მატება, 34% აქვს პარტიული. რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანაა, რომ მუდმივად იყოს დაძაბული და პოლარიზებული გარემო”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად