ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პარტიების დაფინანსების რაოდენობა დამოკიდებულია პარლამენტის არჩევნების შედეგებზე, პირველი 50 000 ნამდვილი ხმისთვის 15 ლარი, ხოლო შემდგომი ნამდვილი ხმისთვის 5 ლარი. 14 პარტიიდან 9 პარტია „აღიარებს” არჩევნების შედეგებს 1 ნამდვილი პროპორციული ხმის დონეზეც კი 🙂 დავიცადოთ, რას იზამს დანარჩენი 5 პარტია მომავალი 3 დღის განმავლობაში. სახელმწიფო დაფინანსებაც და საპარლამენტო მანდატებიც 1 000 000 ამომრჩეველმა მოგანიჭათ, გაითვალისწინეთ!” – წერს ბოჟაძე.