ბოტსვანაში, იდუმალებით მოცული მოვლენის შედეგად, ასეულობით სპილოა დაღუპული

ბოტსვანის ჩრდილოეთ ნაწილში მეცნიერების მიერ “გარემოსდაცვით კატასტროფად” წოდებული იდუმალებით მოცული მოვლენის შედეგად დაღუპული 350-ზე მეტ სპილოა ნანახი.

ცხოველების მასობრივი სიკვდილის პირველი სერია, რა დროსაც 169 სპილო დაიღუპა მაისის დასაწყისში დაფიქსირდა ოკავანგოს დელტის მიდამოებში. ივნისის შუაში რიცხვებისთვის დაღუპულ სპილოების რიცხვი ორჯერ მეტად გაიზარდა. სპილოების 70%-ზე მეტი წყლიანი ორმოების მახლობლადაა ნანახი.

ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია National Park Rescue-ს ბუნების დაცვის მიმართულების დირექტორ, დოქტორ ნაილ მაკანის თქმით, ეს ისეთი მასობრივი ამოწყდომაა, როგორიც არ მომხდარა უაღრესად ხანგრძლივი დროის მანძილზე.

ბოტსვანის ხელისუფლებას ჯერ არ აქვს ჩატარებული დაღუპული ცხოველების ნიმუშების ტესტირება და უცნობია, რა არის მათი სიკვდილის მიზეზი და წარმოადგენს თუ არა იგი საშიშროებას ადამიანებისთვის.

ციმბირის წყლული, რაც თავდაპირველად ყველაზე სავარაუდო მიზეზად მიიჩნეოდა, გამოირიცხა და ამჟამად ორი ძირითადი ვერსია განიხილება – მოწამვლა ან უცნობი პათოგენი.

ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ზოგიერთი სპილო წრეზე დადიდა, რაც ნევროლოგიური დარღვევის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. “თუ დააკვირდებით დაღუპულ ცხოველებს, დაინახავთ, რომ ზოგიერთი სახითაა დაცებული, რაც იმას ნისნავს, რომ ისინი სწრაფადმოკვდნენ. სხვები, მსგაბსად წრეზე მოსიარულე სპილოებისა, ალბათ, ალბათ, უფრო ნელა მოკვდნენ. ამიტომ ზნელია თქმა, რა ტოქსინია ეს”, – ამბობს მაკანი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია სხვადასხვა ასაკის და სქესის სპილოები. ზოგიერთი ცოცხალი სპილო ძალიან გამხდარი და დაძაბუნებულია, რაც მიანიშნებს, რომ მალე დაღუპულ სპილოთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

შესაძლებელ ვარიანტად მიიჩძნევა, რომ სპილოები მოწამლულები იყვნენ ციანიდით, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ ზიმბაბველი ბრაკონიერები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ასახსნელია, რატომ არ მოიწამლნენ ის ლეშიჭამია ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მრავლად არიან დაღუპული სპილოების გარშემო.

ბუნებისდამცველები ბოსტვანის ხელისუფლებას მოუწოდებენ უდარაჯონ დაღუპული სპილოების ლეშებს და ბრაკონიერებს ეშვების მოხერხვის საშუალება არ მისცენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოშობილი ცხოველთა ლეშების ტრანსპორტირების  და ნიმუშების ლაბორატორიებისთვის მიწოდების პრობლემა დღემდე არ მოხსნილა სრულად, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მოხერხდა რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიაში გადაგზავნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად