ბოტკოველი: “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი იღონა თელავის სტატუსის წასართმევად

"ჩემი მთავარი დაპირება იქნება ის, რომ თელავი გახდეს ისევ თვითმმართველი ქალაქი", – ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა, "ნაციონალური მოძრაობიდან",  თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარდგენის დროს განაცხადა.

"მე ვიქნები თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ თელავისთვის სტატუსი წაერთმია.

რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას, ეს არის სიმბოლური რომ ჩვენ ილიას ეზოდან ვიწყებთ ამ გამარჯვებისთვის ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავუბრუნებთ კახეთს და ჩვენს ქვეყანას განვითარებას", – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთის, გიორგი ბოტკოველი, ამ დრომდე პარტიის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად