ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ამის შესახებ ბოჭორისშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალსყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 56 პაციენტი მკურნალობს. აქედან „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 43 პაციენტს. 43-დან გუშინ გვიან ღამით მოვიდა ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია და დღეს დატოვებენ კლინიკას. გვყავს ერთი ახალი დადასტურებული დიაგნოზით ბავშვი. ეს პაციენტი გუშინ საეჭვო შემთხვევად მოიაზრებოდა. ის უკვე დადასტურებული დიაგნოზიანი პაციენტების ოჯახის წევრია და არის ბოლნისის კლასტერი.

ორი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა დღეს განიხილება ერთ-ერთის პალატაში გადაყვანის საკითხი. ოთხი პაციენტია საყურადღებო. ამ დროისთვის ხუთი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად