ბოჭორიშვილის კლინკაში 42 ინფიცირებულიდან 10 ბავშვი მკურნალობს

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქედან კოვიდინფიცირებულია 42 პირი, რომელთაგან  10 ბავშვია.

„42 ინფიცირებულიდან ათი ბავშვია. ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. გამოჯანმრთელება გვაქვს სამი პაციენტის. ორი დადასტურებული პაციენტის გადმოყვანა მოხდა ჩვენს კლინიკაში. ორი გადმოყვანილი პაციენტიდან ერთი ბოლნისიდანაა და მეორე ძველო შემთხვევაა. ამ პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ მდგომარეობას გართულების რისკები ნაკლებად ემუქრება, თუმცა მათ ჯერ მაინც სჭირდებათ რეანიმაციაში მკურნალობა. ეს პაციენტი არ არიან აპარატდამოკიდებულები“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

შეგახენებთ: stopgov.ge-ის მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 702
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 456
მათ შორის გარდაცვლილი – 12
კარანტინის რეჟიმში – 3787
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად