ბოჭორიშვილის კლინიკის 11 ახალი პაციენტიდან 7 საბურთალოს, 4 კი ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან, 7 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, 4 კი ბოლნისიდან.

“ბოქსირებულ განყოფილებაში არის 43 პაციენტია. მათგან კოვიდ-19-ის დიაგნოზი აქვს 29 პაციენტს. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი.

გუშინ დაემატა 11 ახალი პაციენტი, აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. 7 არის საბურთალოს კლასტერი და 4 არის ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო.

იგი დატვირთულია ანამნეზით. ასევე, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას”, -მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად