ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან 41 პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, კლინიკამ 2 ახალი კოვიდინფიცირებული მიიღო.
„გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. ისინი დედა-შვილი არიან კარანტინის სივრციდან, სომხეთის მოქალაქეები. ამასთან, ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და ამჟამად რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს ერთი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბოჭორიშვილის კლინიკის პაციენტებიდან 12 პირი 18 წლამდე ასაკისაა.