ბოჭორიშვილის კლინიკა: საგარეჯოელი მედიკოსი კლინიკაში დადასტურებულ 66 პაციენტში არ მოიაზრება

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ასევე ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელიცაა იზოლირებულად იმყოფება, ბოქსირებულ სექტორში.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში დადასტურებული 66 პაციენტში ეს მედიკოსი არ მოიაზრება.

„გვქონდა ერთი პრეცედენტი, ცოტა ხნის წინაც და ახლაც, როდესაც მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება. გამოცხადებულ დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად ეს მედიკოსი არ მოიაზრება. დღეს მოხდება გადამოწმება ოქრის სტანდარტით, ამის შედეგ გავაკეთებთ განცხადებას და დასკვნას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის მისი კონტაქტები შესწავლილია, რომ დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს და ყველა კარანტინში გადაჰყავთ“, – განაცხადა მაკა  სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თავად მედიკოსი, რომელიც მუშოაბს საგარეჯოშიც და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, მოთავსებულია იზოლირებულად, ბოქსირებულ პალატაში და ელოდება განმეორებითი ანალიზის პასუხს.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად