ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი.

დამთვალიერებელს დეგუსტაცია ორივე დღის განმავლობაში შეეძლება .

“🍬☃ ახალი წელი გვიახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შოკოლადების დრო მოსულა🍫

ბოტანიკური ბაღი ყველაზე საახალწლო და ჯადოსნურად გემრიელ ფესტივალზე გიწვევთ!

🎅 შოკოლადის ფესტივალზე დაგხვდებათ ელფი, ფიფქია, გრინჩი, რაც მთავარია, სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ და შოკოლადის შესახებ საინტერესო ამბებს გაეცნობიან ♥ სიურპრიზს ჯერ არ გავამხელთ ^_^

📍 შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად