ბოტანიკურ ბაღში ”ყვავილების გამოფენა” გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში, ტრადიციულად, შემოდგომაზე ”ყვავილების გამოფენა” 2 და 3 ნოემბერს გაიმართება

💐გამოფენაზე დაგხვდებათ ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ქრიზანთემებისა და გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე შემოდგომის სხვადასხვა ყვავილი და კომპოზიცია

🌷მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ

შემეცნებით კუთხესაც იხილავთ, სადაც ბევრ საინტერესო და თემატურ ინსტალაციას გაეცნობით

დამთვალიერებელს ყვავილების შეძენის შესაძლებლობაც ექნება

გარდა ყვავილებისა, გამოფენაზე გელოდებათ მაყალზე მომზადებული წაბლი და ჩეხური ფუნთუშები, ყავა, ჩაი და ცხელი გლინტვეინი🍷

ყვავილების გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია

2 და 3 ნოემბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გელოდებით ყველას (Event Square – ღია სადღესასწაულო სივრცე)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად