ბორჯომში 15 წლის ორ გოგონას ეძებენ

ბორჯომის №1 საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით გოგონები მშობლებმა დილით სკოლაში გამოუშვეს, თუმცა ისინი დღეს სკოლაში არავის უნახავს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განიცხადეს: “პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...