ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბორჯომის ხეობაში 2008-2017 წლების ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ უწყების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საინფორმაციო შეხვედრაზე განუცხადეს, რომლის ფარგლებშიც მათ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების, 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.   

შესწავლის საფუძველზე პირველ ეტაპზე აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი.

2018 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში განხორციელდება: ტერიტორიაზე ღობის მთლიანობის აღდგენა და დამატებითი ტერიტორიების შეღობვა, ტერიტორიის გაწმენდა, ეროზია საწინააღმდეგო ღონისძიებები. 2018 წლის შემოდგომის სეზონიდან დაიწყება ნერგების დარგვა. 

გარდა ამისა, დაგეგმილია ტყის მოვლა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ,  კოლხური ბზის კორომებში მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში 550 ჰა ფართობზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა ბიოლოგიური საშუალებით.
4 000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერის განთავსება მავნე მწერის მონიტორინგისა და პოპულაციის შემცირებისთვის.

 იმერეთის რეგიონში წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამა
წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბიოლოგიური საშუალებების გამოცდა, ჩახერგილობისაგან გაწმენდა, სანიტარული ჭრების განხორციელება და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
3500 ფერომონიანი მწერსაჭერის განთავსება მავნე მწერის მონიტორინგისა და პოპულაციის შემცირებისთვის, სანიტარული ჭრების განხორციელება.

 ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები
შერჩეულ უბნებში ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ხანძარსაშიშ უბნებში საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება.

ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებული მონაცემები და 10 წლიანი ტყის მართვის გეგმები
ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება – 141 345 ჰა ფართობზე, მათ შორის:
 ლენტეხის სატყეო უბნის 76 393 ჰა ფართობზე;
 ახმეტის სატყეო უბნის 64 952 ფართობზე;

ორგანიზებული ტყითსარგებლობა და მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება
 მოსახლეობის სათბობი მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით 500 000 კბმ – მდე ტყეკაფების გამოყოფა;
 მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 60 000 კბ.მ ხე-ტყის დამზადება და ღია აუქციონის მეშვეობით მისი რეალიზაცია;
 საბიუჯეტო და სხვადასხვა ორგანიზაციების მერქნული (საშეშე და სამასალე) რესურსით მომარაგება

სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება
 9 რეგიონში 120 კმ სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...