ბორჯომის გამგებელი: გეპატიჟებით ყველას, ბორჯომის ტურისტულ სეზონს საფრთხე არ ემუქრება

ბორჯომის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია, წყალმომარაგება და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება,– ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტი მთლიანად ცხოვრების ჩვეულებრივ რითმს დაუბრუნდა. გადაადგილება ყველა მიმართულებით შეუზღუდავია. წყალი, დენი, გაზი ყველა სოფელს და თვითონ ქალაქ ბორჯომს შეუფერხებლად მიეწოდება.  

რაც შეეხება ბორჯომის ისტორიულ პარკს, პარკის ნაწილი დატბორილი იყო და ამ დრომდე ჩახერგილი ნაწილის დასუფთავება გრძელდება, პარკის იმ ნაწილში სადაც შეზღუდვაა, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება,"– განაცხადა "აიპრესთან" დიმიტრი ყიფიანმა.

გამგებლის თქმით, ინფრასტუქტურის კუთხით ზარალის დათვლა მიმდინარეობს და შედეგები დღეს, გვიან იქნება ცნობილი, რაც შეეხება მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო სახლებს, მათი ზარალიც მალე იქნება დათვლილი.

"ბორჯომის ისტორიული პარკი ღიაა, ტურისტულ სეზონს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, გეპატიჯებით ყველას",– აღნიშნა ყიფიანმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად