ბორჯღალოსნებს მისალმებისას ჩართული რუსული მუსიკის გამო ბოდიშს უხდიან

გუშინ, იაპონიაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაელებს სძლია.

მატჩის მსვლელობის დროს რამდენჯერმე განმეორდა ქართველთათვის უსიამოვნო ფაქტი: საქართველოს ნაკრების მიერ ლელოს დადება და/ან გარდასახვას ორგანიზატორები მიესალმნენ ვალერი მელაძის მიერ შესრულებული სიმღერით “Чего ты от меня хочешь”.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველ მორაგბეთა კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მომსახურე პერსონალს ყურადღებისკენ მოვუწოდო. მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს”

მას იმ წამსვე აუბა მხარი ჰეიგმა: ” მატჩის მსვლელობისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. მსურს მკაფიოდ ვთქვა, რომ რუსეთი არაა საქართველი და საქართველო არაა რუსეთი”

როგორც პორტალი afp.com იუწყება, მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებმა გამოხატეს წუხილი და გულწრფელი ბოდიში მოუხადეს თავის მეგობრებს საქართველოდან მიყენებული უსიამოვნებისთვის. მათ აგრეთვე განაცხადეს რომ განიხილეს ეს საკითხი ორგანიზატორებთან და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად