“ბორჯღალოსნებმა” “შავ ეშმაკებს” შავზე შავი დღე აყარეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ

ქუთაისში რაგბი ევროპა 2020-ის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

“ბორჯღალოსნები” “შავი ეშმაკების” მეტსახელით ცნობილ ბელგიის ნაკრებს შეხვდნენ
 
შეხვედრა ქართველო მორაგბეთაა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათი დიდი ანგარიშით დაამარცხეს ბელგიელები – 78:6.
 
თორმეტი ლელოდან ერთი საჯარიმო ლელო იყო, თერთმეტჯერ კი მასპინძლებმა დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე. თორმეტი ლელოდან 5 ლელო პირველ ტაიმში მიითვალეს ბორჯღალოსნებმა, 7 კი – მეორეში.
 
ბორჯღალოსანთა რიგებში მინდორზე მეორედ გამოსულმა აკაკი ტაბუცაძემ 4 ლელო გაიტანა (რაგბის ევროპის საიტზე პირველი ლელო და იგი პირველი გახდა ქართველ მორაგბეთა შორის, ვინც ასეთი შედეგი აჩვენა. სულ ორი მატჩის განმავლობაში ტაბუცაძეს 5 ლელო აქვს გატანილი.
 
ლელოები: აკაკი ტაბუცაძე 4, ზურაბ ძნელაძე – 2, ვანო კარკაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი ბეგაძე, ბექა გორგაძე და გიორგი თხილაიშვილი – თითო-თითო. ბელგიელები ერთხელ საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. თედო აბჟანდაძემ 11 გარდასახვიდან 8 ზუსტად გამოიყენა.
 
 
მორიგ შეხვედრას ბორჯღალოსნები პორტუგალიაში გამართავენ. მათ დღეს ზედიზედ ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, რუსეთში განიცადეს მარცხი – 18:19 და “ჩამორჩნენ ბორჯღალოსნებს”. მესამე შეხვედრა რუმინეთსა და ესპანეთს შორის მასპინძლებმა მოიგეს – 24:7
 
სატურნირი მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:
 
საქართველო – 14 ქულა
პორტუგალია – 9 ქულა
ბელგია – 6 ქულა
ესპანეთი – 5 ქულა
რუმინეთი – 4 ქულა
რუსეთი – 4 ქულა

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად