A1 ბანერი

ბორჯღალოსნებმა სეზონი ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის მოგებით დაიწყეს

რუმინეთის ქალაქ კლუჟში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა

რუმინეთის ნაკრები საშინაო კედლებში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის მოგებას და ანთიმოზ ივერიელის თასის რუმინეთში დაბრუნებისთვის იბძოდა, მაგრამ გაახალგაზრდავებული შემადგენლობით მოასპარეზე ბორჯღალოსნებმა რუმინელებს პირში ჩალა გამოავლეს და მეთორმეტედ დაეუფლნენთასს.

მასპინძლებმა პირველი ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს (თ. ანჟანდაძე). მეორე ტაიმში ბორჯღალოსნები საჯარიმო ლელოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ბექა გორგაძემ გაიტანა ლელო, მაგრამ გარდასახვა გამოდგა არაზუსტი. 73 წუთზე, მაშინ როცა ანგარიში იყო 15:6 საქართველოს სასარგებლოდ, რუმინეთმა საჯარიმო გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა, მაგრამ იქვე თედო აბჟანდაძემ გაიტანა ჯარიმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 18:9 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.

ანთიმოზ ივერიელის თასი 2002 წლიდან თამაშდება და დღემდე რუმინელებს მას 6-ჯერ ფლობდნენ, ბორჯღალოსნებმა კი დღეს მეთორმეტედ შემართეს თასი.

“საინტერესო თამაში მოვიგეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეხარებინა ის გულშემატკივარი, ვინც ტელევიზორიდან გვადევნებდა თვალს. მათ ერთ კვირაში ექნებათ შანსი, რომ მოედანზე მოვიდნენ და იქ დაგვიჭირონ მხარი. გამარჯვებას და თასს მაყურებლის გარეშე აზრი არა აქვს და ყველას გელით „ავჭალაზე“ – თქვა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩი ასეთი იყო:

1 – გურამ გოგიჩაშვილი
2 – შალვა მამუკაშვილი
3 – ბექა გიგაშვილი
4 – დავით გიგაური
5 – გიორგი ნემსაძე (კაპიტანი)
6 – ბექა საღინაძე
7 – გიორგი ცუცქირიძე
8 – ბექა გორგაძე
9 – ვასილ ლობჟანიძე
10 – თედო აბჟანდაძე
11 – ალექსანდრე თოდუა
12 – გიორგი კვესელაძე
13 – ზურაბ ძნელაძე
14 – გიორგი აფციაური
15 – ლაშა ხმალაძე
16 – ვანო კარკაძე
17 – თორნიკე მატარაძე
18 – ლევან ჩილაჩავა
19 – ნოდარ ჭეიშვილი
20 – გიორგი თხილაიშვილი
21 – გელა აფრასიძე
22 – მირიან მოდებაძე
23 – გიორგი კოშაძე

მწვრთნელი მილტონ ჰეიგი

დღეს გამართულ კიდევ ერთ მატჩში ბელგიელებმა გერმანელებს გაუწიეს ცუდი მასპინძლობა და დაამარცხეს ისინი 29:22. კიდევ ერთი მატჩი, ესპანეთს და რუსეთს შორის ხვალ გაიმართება ესპანეთში.

 

მასალა მოამზადა რაულ კაოანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...