ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის “საუზერნ კინგსი” დაამარცხეს

დღეს, თბილისში, “მიხეილ მესხზე”, რაგბის სერიების პირველ მატჩში ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგ” უმასპინძლეს.

შეხვედრა სამხრეთ აფრიკელთა შეტევებით დაიწყო და ისინი 10:0 დაწინაურდნენ. აფციუაურმა ლელო დადო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ტაიმის ბოლომდე სამხრეთ აფრიკელებმა ანგარიშში სხვაობა 12-მდე გაზარდეს – 17:5

მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკელებმა ერთადერთი ჯარიმა გაიტანეს და 3 წულა დაიმსახურეს, ბორჯღალოსნებმა კი ჯერ მალაღურიძის ლელოთი ანგარიში 10:20 გახადეს, შემდეგ ტექნიკური ლელოთი ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 17:20, ბოლოს კი შალვა სუთიაშვილის ლელოთი და ლაშა მალაღურიძის გარდასახვით დაფიქსირეს საბოლოო ანგარიში – 24:20

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად