ბორჯღალოსნებმა რუმინელები 41:13 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვეს

დღეს “დინამო არენაზე” საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა.

“ბორჯღალოსანთა” მეტოქე რუმინეთის ნაკრები იყო. შეხვედრის მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ პირველი ლელო დადო – 5:0. მანვე რეალიზაცია ვერ გამოიყენა. მე-11 წუთის მიწურულს რუმინელებმა საჯარიმოდან შეამცირეს ანგარიშში სხვაობა – 3:5. 22 წუთის დასაწყისს რუმინელთა მე-12 ნომერმა ფლორიან ვლაიკუმ მეორედ შეძლო ჯარიმის გატანა – 5:6. 35 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა საქართველო – 8:6 და ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი დაწყებიდან ხუთი წუთი იწურებოდა, როდესაც მირიან მოდებაძემ მე-2 ლელო დადო – 13:6. თედო აბჟანდაძემ რეალიზაცია კვლავ ვერ გამოიყენა. 49-ე წუთზე ფლორიან ვლაიკუმ ლელო გაგვიტანა – 11:13. მანვე რეალიზაციაც გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 13:13. 57-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა დადო ლელო – 18:13. ბექა აბჟანდაძემ ამჯერად ზუსტად შეასრულა რეალიზაცია – 20:13. 63-ე წუთზე დავით კაჭარავამ გაიტანა ლელო – 25:20. თედო აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად გამოიყენა რეალიზაცია – 27:13. 70-ე წუთზე დავით კაჭარავამ თავისი მე-2 ლელო დადო – 32:13. თედო აბჟანდაძემ რეალიზაცია გამოიყენა – 34:13. შეხვედრის 75-ე წუთზე გიორგი ჭყოიძემ გაიტანა ლელო – 39:13, ხოლო თედო აბჟანდაძემ რეალიზაციიდან  მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 41:13 და საქართველოს ნაკრებმა პირველი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონობის მეთორმეტედ მოპოვებისკენ.

დღევანდელი შეხვედრა ანთიმოზ ივერიელის თასის მე-19 გათამაშებაც იყო. რუმინეთ-საქართველოს შორის ევროპის პირველობაზე გამარჯვებულისთვის დაწესებული ეს თასი საქართველოს ნაკრებმა მეცამეტედ მოიპოვა.

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (ჯიქი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).

მწვრთნელი ლევან მაისაშვილი

დღეს გამართულ კიდევ ერთ მატჩში რუსეთმა სოჭში ესპანეთის ნაკრებთან განიცადა მარცხი – 14:31

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად