ბორჯღალოსნებმა ფიჯელები 12 : 8 დაამარცხეს (მიმოხილვა)

არგენტინაში 20 წლამდელ რაგბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 – მე-12 ადგილებისთვის პლეიოფის ნახევარფინალში ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს შეხვდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმის მე-8 წუთზე ფიჯელების მიერ დადებული ლელოს გარდასახვა არაზუსტი იყო, შემდგომ ორმხრივ მცდელობას კი შედეგი არ მოჰყოლია და გუნდები შესვენებაზე ასეთი ანგარიშით წავიდნენ – საქართველო – ფიჯი 0:5.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა 53-ე წუთზე ანგარიში სამი ქულით გაზარდეს საჯარიმოდან.

62-ე წუთზე ბორჯღალოსანთა ხანგრძლივი შეტევა იოანე იასაღაშვილის ლელოთი დასრულდა – 5:8 და მას თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა – 7:8.

ბოლო წუთზე საქართველომ (თედო აბჟანდაძე) კიდევ ერთი ლელო დადო და საქართველომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ასეთი იყო:
1. ლუკა აზარიაშვილი
2. ლუკა ნიორაძე
3. ზაურ თევდორაშვილი
4. ლუკა გელაშვილი
5. ვახტანგ ჯინჭარაძე
6. ბექა ყორიაული
7. კობა კოლოტაური
8. იოანე იასაღაშვილი
9. მიხეილ ალანია
10. თედო აბჟანდაძე (კაპ.)
11. ზურა ქავთარაძე
12. ლაშა ლომიძე
13. დემურ თაფლაძე
14. ოთარ ლაშხი
15. თემურ ჭიჭინაძე

16. ვანო კარკაძე
17. ნიკა ღვალაძე
18. გია ხარაიშვილი
19. ტატო გვიმრაძე
20. იოსებ გუშარაშვილი
21. გიორგი მარგალიტაძე
22. სანდრო მარგიანი
23. ირაკლი სიმსივე

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...